Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

3 წუთიანი ფილმების კონკურსის ფინალისტები ცნობილია

პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის” და რადიო თავისუფლების ერთობლივი, 3 წუთიანი ფილმების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა - ფინალისტები ცნობილია. კონკურსზე, რომლის მიზანი სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერება იყო, სულ 39 ნაშრომი შევიდა, რომელთაგანაც 17 ფინალისტი შესარჩევმა კომისიამ აარჩია. ფინალში გასული ფილმებიდან სამ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს.  დაჯილდოება, სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, დისტანციურად ჩატარდება. პირველ ადგილზე გასული ფილმის ავტორი 7 500 ლარს მიიღებს მეორე ადგილის მფლობელი - 6 000 ლარით დაჯილდოვდება მესამე ადგილოზე გასული ფილმის შემოქმედები გუნდი კი  - 4 500 ლარს მიიღებს  როგორც კონკურის შესარჩევი კომისიის წევრი - რეჟისორი ნინო ორჯონიკიძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, წელს კონკურსის მონაწილეებს უფრო დიდი თავისუფლება ჰქონდათ ფორმატის თვალსაზრისით. „ჩემი აზრით, ეს შეეტყო კონკურსს. ძალიან ბევრი საინტერესო ფილმი შემოვიდა. კონკურსანტებს საკმაოდ რთული ამოცანა ჰქონდათ - თავიანთ ფილმებში სექსუალურ შევიწროვებაზე უნდა ესაუბრათ. ეს ის თემაა, რომელსაც ყოველდღიურობაში ვხვდებით და შესაძლებელია, გარკვეული შემთხვევებში, ნორმადაც მიგვაჩნია. არ არის მარტივი ამ საკითხის სამ წუთში ჩატევა“. კონკურსი სწორედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მსგავს პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას ემსახურება. სექსუალური შევიწროვება დანაშაულია და კანონით ისჯება.   ფინალისტი ფილმების ნახვა შეგიძლიათ აქ: გიორგი ბოლქვაძე - მხილება ხატია ხალვაში, ანუკა კაპანაძე - სამიზნე ნიკა ციმაკურიძე - ქასთინგი ზურა მამაგულაშვილი - გამოცდა ნატო ბაგრატიონი - ჩემი მეზობელი ომარი  ნიკოლოზ დოლიძე - გადარჩენილები  გიორგი ხეცაშვილი - კაი დროსია ნინიკო ლეკიშვილი - შეხედულება  ნინა რატიანი, ილია რატიანი - როცა აღარ იცინი  სოფო ჩხეიძე - ის, რისი გადაყლაპვაც გიწევს საბა ქარსელაძე - ნაყინის კაცი  სალომე კობერიძე - მახე ლიზი ბერიძე - Speak ლაშა ცქვიტინიძე - მახინჯი სიმართლე ნიკოლოზ თოდუა - Truth and Dare სანდრო ვისოცკი, ნინო ჟვანია - About Girl მზეო კანდელაკი - იწრო stories კონკურსის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან: ევროკავშირის პროექტი - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“ და „რადიო თავისუფლება“. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორს. 

Related news

Latest News
Hashtags:   

წუთიანი

 | 

ფილმების

 | 

კონკურსის

 | 

ფინალისტები

 | 

ცნობილია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources