Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის (COVID – 19) ინფექცია დაუდასტურდა, ექიმია. „ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან [ექიმებთან] შეხვედრა, მაგრამ იმ დროს ჯანმრთელი იყო. მან, როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა კლინიკა, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. ეს დინამიკაში გამოვლინდება. ამ ქალთან არსებული კონტაქტების შესწავლა გაგრძელდება“, - უთხრა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ. საქართველოში კორონავირუსი სულ 70 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ინფექციური საავადმყოფოს ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252. ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ეზუგბაია

 | 

ადასტურებს

 | 

ინფიცირებული

 | 

ექიმია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources