Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ერთი წლით გადადებული ოლიმპიური თამაშები ისტორიაში მაინც ტოკიო 2020-ის სახელით შევა

„2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გასამართი ოლიმპიური თამაშები გადადებულია და გაიმართება 2021 წელს, არაუგვიანეს ზაფხულისა. კონკრეტული თარიღის შესახებ კი მოგვიანებით შევიტყობთ“, - დაწერა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურ ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდზე. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, იაპონიის მთავრობისა და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთა დღევანდელი შეთანხმების თანახმად, ოლიმპიურ თამაშებთან ერთად, გადადებულია პარალიმპური თამაშებიც, რომელიც ასევე ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო, 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. დღესვე გადაწყდა, რომ შეცვლილი თარიღის მიუხედავად, თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები ტოკიო-2020“.  

Related news

Latest News
Hashtags:   

გადადებული

 | 

ოლიმპიური

 | 

თამაშები

 | 

ისტორიაში

 | 

მაინც

 | 

ტოკიო

 | 

სახელით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources