Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ათობით თურქმენი შრომითი მიგრანტი დაიღუპა თურქეთში მოწამლული ალკოჰოლისგან

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, სულ მცირე 38 კაცი დაიღუპა არალეგალურად ნაყიდი ალკოჰოლისგან სტამბულში. მათ შორის დაახლოებით 20 თურქმენი, უკვე დაკრძალეს სტამბულში მდებარე კილიოს მეზარლიგის სასაფლაოზე, რომლის ინკოგნიტო თანამშრომლის თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.   თურქმენულ სამსახურს სხვა წყარომ აცნობა, რომ მიწას მიაბარეს მხოლოდ ის გარდაცვლილები, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდა.   თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ფაქტზე კომენტარს აკეთებენ.   გარდაცვლილთა ახლობლებმა ჩვენს რადიოს უთხრეს, რომ დახოცილების ცხედრების გადმოსვენება თურქეთიდან ვერ მოხერეხდა კორონოვაირუსის პენადემიის შეეგად საავიაციო მიმოსვლის შეზღდუვის გამო. სტამბულის პოლიციის ცნობით, დაპატიმრებულია 11 პირი, რომლებიც არალეგალურად წარმოებულ ალკოჰოლს ასარებდნენ.   მოწმალული არყის გარდა პოლიციამ ეჭვმიტანილთა ჩხრეკის დროს ამოიღო ასევე იარაღი და ტყვია-წამალი.

Related news

Latest News
Hashtags:   

ათობით

 | 

თურქმენი

 | 

შრომითი

 | 

მიგრანტი

 | 

დაიღუპა

 | 

თურქეთში

 | 

მოწამლული

 | 

ალკოჰოლისგან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources