Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ევროკავშირი შეთანხმდა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე

ევროკავშირში მიღწეულია შეთანხმება, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან კავშირში გაწვერიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის ევროპულ საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ტელეკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. ბლოკის მთავარმა წარმომადგენელმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ, ტვიტერით მიულოცა ბალკანეთის ქვეყნებს ეს გადაწყვეტილება. „ეს წარმოადგენს ძლიერ და მკაფიო მესიჯს მთელი დასავლეთ ბალკანეთისათვის: თქვენი მომავალი - ევროკავშირშია“, - წერს ვარჰელი. პროცედურის თანახმად, მოლაპარაკების პროცესში, შეფასდება ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნა ყველა არსებითი კრიტერიუმის მიხედვით, კანონმდებლობის ჰარმონიზაციით დაწყებული და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით დამთავრებული.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ევროკავშირი

 | 

შეთანხმდა

 | 

ალბანეთთან

 | 

ჩრდილოეთ

 | 

მაკედონიასთან

 | 

გაწევრიანების

 | 

შესახებ

 | 

მოლაპარაკების

 | 

დაწყებაზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources