Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ვახტანგ გომელაური: დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის მედია ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარებით დაინტერესდა. „მე ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო მდგომარეობაზე 3 კვირის წინ გადავიდა და გაორმაგებულია პოლიციელთა რაოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება. ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ. ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება“, - განაცხადა გომელაურმა. „პირველი არხის“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულში იმყოფებოდა.  ვახტანგ გომელაური ადგილზე გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების, პოლიციისა და სამხედროების მუშაობას. მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მიერ მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მივიდა. გომელაური, ასევე მივიდა მართვის ცენტრის კარავშიც და მუშაობის პროცესს დააკვირდა. სპეციალურ საგუშაგოზე პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი. 24 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 67 შემთხვევაა, მათ შორის ცხრა ადამიანი გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4 სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

Related news

Latest News
Hashtags:   

ვახტანგ

 | 

გომელაური

 | 

დღევანდელი

 | 

მდგომარეობით

 | 

დანაშაულის

 | 

კლება

 | 

შეინიშნება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources