Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

აშშ-ი 1 მილიარდი დოლარის დახმარებას უწყვეტს ავღანეთს

ავღანეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მიერ დახმარების შემცირება მძიმედ არ აისახება ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებზე.   23 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი 1 მილიარდით შეამცირებს ავღანეთის დახმარებას, მას შემდეგ, რაც ვერ დაითანხმა პრეზიდენტი აშრაფ ღანი და ყოფილი უმაღლესი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, შეეწყვიტათ დაპირისპირება, რაც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას. სამოქალაქო ოში ჩაფლული ავღანეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სამ-მეოთხედს უცხოეთიდან მიღებული დახმარება შეადგენს.   აშრაფ ღანიმ 24 მარტს განაცხადა, რომ ამერიკული დახმარების შესაძლო შეწყვეტით გამოწვეული დეფიციტის შევსებას მკაცრი ეკონომიკური ზომებით ან დაფინანსების სხვა წყაროებით შეეცდება.    ავღანეთში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის 19 სექტემბერს ჩატარდა. მაგრამ საარჩევნო დარღევებისა და ძირითადი კანდიდატების ბანაკებს შორის უთანხმოების შედეგად, ხმების გადათვლა გრძელდებოდა თითქმის 5 თვის განმავლობაში. საბოლოოდ 19 თებერვალს ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, აშრაფ ღანი.   თუმცა, კომისიის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მისი მეტოქე, უმაღლესი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, რომელმაც 10 მარტს საზეიმოდ გამოაცხადა თავი არჩეულ პრეზიდენტად.  

Related news

Latest News
Hashtags:   

მილიარდი

 | 

დოლარის

 | 

დახმარებას

 | 

უწყვეტს

 | 

ავღანეთს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources