Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ნათია თურნავა: ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მსოფლიოში შექმილი ვითარების გამო ეროვნული ვალუტების დევალვაცია ყველა ქვეყანაში ხდება და ლარი გამონაკლისი ვერ იქნებოდა. „ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს ნაწილი, მაგრამ რაც ექვემდებარება ჩვენი ხელისუფლების კონტროლს და ჩვენ ამას ვაკეთებთ კიდევაც, ესაა ლარის დევალვაციის გავლენის შემსუბუქება სხვადასხვა კატეგორიისთვის”, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ლარის კურსის გაუფასურება ამ ეტაპზე უფრო მეტად მოლოდინების ეფექტითაა გამოწვეული და გარკვეულ პიკზე ასვლის შემდეგ, კურსი  დასტაბილურდება.  რაც შეეხება მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს: „პირველი რაც გავაკეთეთ, ავარჩიეთ 9 სამომხმარებლო პროდუქტი, რომლებზეც ლარის გაუფასურების მიუხედავად ფასები არ შეიცვლება. ასევე, ეროვნული ბანკიცაა ჩართული, რომ შეამციროს დევალვაციის ტემპი, რადგან ამის მთლიანად არიდება ამ დღეებში შეუძლებელია”, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი განმარტებით, მთავრობა ზომიერ სტრატეგიას ახორციელებს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა ეკონომიკამ თუნდაც ნელ ტემპში განაგრძოს განვითარება და გამოწვევის დასრულების შემდეგ, მზად იყოს მაღალი ტემპით ასამოქმედებლად . 25 მარტისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით,  1 აშშ დოლარი - 3.4494 ლარია, ხოლო1 ევრო - 3.7436 ლარი.

Related news

Latest News
Hashtags:   

ნათია

 | 

თურნავა

 | 

ვიმყოფებით

 | 

იზოლირებულ

 | 

კუნძულზე

 | 

იქნებოდა

 | 

გამონაკლისი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources