Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აკრძალა საჯარო ღვთისმსახურება

რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიის სინოდმა დაამტკიცა ცვლილება, რომლის თანახმად ორშაბათიდან იკრძალება ტაძრის შიგნით საჯარო ღვთიმსახურების ჩატარება და ასევე მოწმუნეების შეკრება ტაძრებში, ისე ეზოებში. სასულიერო პირები ცარიელ ტაძრებში ჩაატარებენ წირვას, რომლის მოსმენაც მრევლს ინტერნეტის საშუალებით სახლებში შეეძლებათ. მორწმუნეები ასევე დისტანციურად მიიღო ლოცვა-კურთხევა თავიანთი მოძღვრებისგან, - ამის შესახებ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წარმომადგენელმა, ვასილე ბენესკუმ, განუცხადა რადიო თავისუფლებას.   ამავე წესით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია 19 აპრილს. ცარიელ ტაძარებში ჩატარებული სადღესასწაულო ღვთისმსახურების ტრანსლირება მოხდება ონლაინში, რუმინეთის სპატრიარქოს ტელევიზიის მეშვეობით. ამასთამ მორწმუნეებს არც აღდგომის დღეს ექნებათ უფლება შეიკრიბონ ეკლესის წინ, წმინდა ცეცხლის მისაღებად. ამ განცხადების ფონია რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განკარგულება, რომლის თანახმად ხელისუფლება 25 მარტიდან გამოიყენებს სამხედრო ძალებს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადებული „საყოველთაო კარანტინის“ განსახორციელებლად.  

Related news

Latest News
Hashtags:   

რუმინეთის

 | 

მართლმადიდებელმა

 | 

ეკლესიამ

 | 

აკრძალა

 | 

საჯარო

 | 

ღვთისმსახურება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources