Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

გაბუნია: კორონავირუსის გავრცელების პიკი დიდი ალბათობით გადავადდება და შესაძლოა, არც იყოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში, სავარაუდოდ, გადავადდება და შესაძლებელია, არც დადგეს. „სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ  პიკი მოსალოდნელია, თუ არაფერს არ გავაკეთებთ, მეშვიდე-მერვე კვირაზე პირველი შემთხვევების გამოვლენიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის აქტიური  სოციალური დისტანცირება და მთელი რიგი ღონისძიებები. ამრიგად მეშვიდე-მერვე კვირის პიკი დიდი ალბათობით გადავადდება და ჩვენ შეიძლება არც არასდროს არ მივიღოთ ეს პიკი და ჩვენი მიზანიც ეს არის”- უთხრა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს. მისი თქმით,  თუ დაინფიცირების შემთხვევების მატება მაინც აღინიშნება, მაშინ საუკეთესო იქნებოდა, შემთხვევების მატება და გამოვლენა მოხდეს ეტაპობრივად და ნელა. 24 მარტის  17 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 67 ადამიანია დაინფიცირებული, გამოჯანმრთელდა - 9. 21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტის გვიან ღამიდან  მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა, კორონავირუსის COVID-19 შიდა გადაცემის გამო. 62 წლის ქალის გადაცემის წყარო ეპიდემიოლოგებმა ჯერ ვერ დაადგინეს.   

Related news

Latest News
Hashtags:   

გაბუნია

 | 

კორონავირუსის

 | 

გავრცელების

 | 

ალბათობით

 | 

გადავადდება

 | 

შესაძლოა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources