Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

სახელწიფო 9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად 10 მლნ ლარს გამოყოფს

სახელმწიფო ცხრა პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარს გამოყოფს. ამ თანხით ბრინჯის, მაკარონის, წიწიბურის, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, ხორბლის, ხორბლის ფქვილის, რძის ფხვნილისა და ლობიოს ფასი არ უნდა გაიზარდოს. შესაბამის დადგენილებას პრემიერმა 23 მარტს მოაწერა ხელი. იმპორტიორი სუბსიდირებით იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 1 დოლარის ღირებულება 3 ლარს გადააჭარბებს, 1 ევროს ღირებულება კი 3,3 ლარს. მას რეალურ კურსთან სხვაობა დაუფინანსდება. გარდა ამისა, სახელმწიფო სუბსიდია გათვალისწინებულია პროდუქტის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება გასული წლის პირველი მარტიდან 31 მაისამდე ქვეყანაში შემოტანილ მოცულობას. ახალ იმპორტიორებს, რომლებიც ბაზარზე 10 მარტიდან შემოვა, სუბსიდირებით სარგებლობა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ პროდუქტზე კონკურენტებთან შედარებით ყველაზე დაბალი ფასი ექნება. გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა , - ვკითხულობთ დადგენილებაში. ამ პროდუქტების სუბსიდირებას სახელმწიფო 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით გეგმავს.

Related news

Latest News
Hashtags:   

სახელწიფო

 | 

პროდუქტზე

 | 

ფასის

 | 

შესანარჩუნებლად

 | 

გამოყოფს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources