Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.44 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. კორონავურისის (COVID – 19) გამო ლარი ფაქტობრივად ყოველდღიურად უფასურდება. 25 მარტისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.4494 ლარი ღირს; 1 ევრო - 3.7436. ერთ დღეში დოლართან მიმართებით ლარი 0.21-ით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, 24 მარტს 1 აშშ დოლარი 3.2389 ლარი ღირდა. 24 მარტს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია: 1 აშშ დოლარი 3.4830 ლარი ღირს   რაც შეეხება გაცვლით კურსს კომერციულ ბანკებში, 24 მარტს TBC ბანკში 1 აშშ დოლარი 3.52 ლარი ღირს. საქართველოს ბანკში გაცვლითი კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი - 3.55 ლარი.  24 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 67 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა - 9. 21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

Related news

Latest News
Hashtags:   

ოფიციალური

 | 

გაცვლითი

 | 

კურსი

 | 

დოლარი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources