Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

რუმინეთი არმიას გამოიყენებს „საყოველთაო კარანტინის“ განსახორციელებლად

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, 24 მარტს განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოიყენებს სამხედრო ძალებს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადებული „საყოველთაო კარანტინის“ განსახორციელებლად.   რუმინეთის ხელისუფლებამ 16 მარტს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები სწრაფად მატულობს, რადგან ხალხი კვლავაც უგულებელყოფს ხელისუფლების რეკომენდაციას შინ დარჩენის თაობაზე.   განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუმინეთში 186 ახალი დაინფიცირებული გამოვლინდა, ხოლო 24 მარტის მონაცემებით, 762 ადამიანს აღმოაჩნდა კორონავირუსი. 8 შემთხვევა სიკვდილით დასრულდა.   რუმინეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 25 მარტიდან სახლიდან გარეთ გასვლის უფლება იზღუდება, დასაშვებია მხოლოდ სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად, ასევე სამუშაოზე სიარული გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის. 65 წლის ასაკზე უფროს მოქალაქეებს საერთოდ აეკრძალათ სახლებიდან გასვლა.

Related news

Latest News
Hashtags:   

რუმინეთი

 | 

არმიას

 | 

გამოიყენებს

 | 

„საყოველთაო

 | 

კარანტინის“

 | 

განსახორციელებლად

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources