Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

პაატა იმნაძე: გაფართოვდა ახალი კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევების ქვეყნების გეოგრაფია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თანახმად, ახალი კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია ქვეყნების მიხედვით გაფართოვდა, თუმცა ჯერჯერობით ყველა შემთხვევა კონტროლს ექვემდებარება: „ფიქსირდება უკვე თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები, დაემატა შეერთებული შტატებიდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები - ერთი შემოსულ და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე  თქმით, არც ერთი ახალი შემთხვევა არ განეკუთვნება ახალ კლასტერს: „არც ერთი დამატებული შემთხვევები ქვეყანაში დღეს არ არის ახალი კლასტერები  4 ადამიანი არის ჰოსპიტალიზებული  მარნეულელი ქალბატონის ოჯახის წევრები ანუ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლელული იყო ასევე სხვა პაციენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ მარნეულში ჯეოჰოსპიტალში , სადაც ეს ქალბატონი იყო.  ასევე პერსონალი ჯეოჰოსპიტალის . გარდა ამისა ტესტირება კიდევ ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ჯერჯერობით ყველა უარყოფითია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.  საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ 24 მარტს მან თქვა, რომ შესაძლებელია ეპიდკვლევებით მარნეულში 62 წლის ქალის ინფიცირების წყაროც დადგინდეს. მისი განმარტებით,  დანარჩენ ყველა შემთხვევაში პაციენტთა ინფიცირების წყარო ცნობილია.  24 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 67 ადამიანია დაინფიცირებული, გამოჯანმრთელდა -  9. 21 მარტიდან  ქვეყანაში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი საკარანტინო ზონაა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

პაატა

 | 

იმნაძე

 | 

გაფართოვდა

 | 

ახალი

 | 

კორონავირუსის

 | 

შემოტანილი

 | 

შემთხვევების

 | 

ქვეყნების

 | 

გეოგრაფია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources