Monday 30 March 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე შეზღუდვა არ ვრცელდება

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა კორონავირუსის(COVID-19) გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სტრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის ჩამონათვალი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია: - ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით; - ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;  - ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებს და ავტობუსებს. - ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით; - თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.    

Related news

Latest News
Hashtags:   

ადმინისტრაციულ

 | 

ცენტრსა

 | 

სოფლებს

 | 

შორის

 | 

სამგზავრო

 | 

გადაყვანებზე

 | 

შეზღუდვა

 | 

ვრცელდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources