Monday 30 March 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის არის 17 წლის მოზარდიც

თბილისის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 4 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 17 წლის მოზარდი. იგი ამერიკის კლასტერს განეკუთვნება. ახალი კორონავირუსით მისი ოჯახის 3 წევრია დაავადებული: „ეს არის ამერიკის კლასტერი. ჩამოფრენისთანავე ეგ ოჯახი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, შემდგომ ოჯახის 3 წევრს დაუდასტურდა დაავადება. ოჯახის მე-4 წევრი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და როგორც კი დაიწყო სიმპტომატიკა, დაუდასტურდა უკვე მასაც დიაგნოზი“, - უთხრა ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა. მისი განმარტებით, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 17 პაციენტია განთავსებული, გუშინ კვლევაში 6 პაციენტი იყო, მათგან ახალ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ერთს აღმოაჩნდა, ამ დროისათვის კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 4 პაციენტი მკურნალობს. 24 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად 67 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 9 განიკურნა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბოჭორიშვილის

 | 

კლინიკაში

 | 

ახალი

 | 

კორონავირუსით

 | 

დაინფიცირებულთა

 | 

შორის

 | 

მოზარდიც

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources