Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეთა ტესტირება არ წარმოებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირსუს COVID-19 ის ტექსტირება არ წარმოებს და პროცესს, მთლიანად აკონტროლებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია. მას შემდეგ რაც გადავალთ სწრაფ ტექსტირებაზე, ჯერჯერობით ასეა განსაზღავრული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო შეიცვლის სტატუსს და მივიღებთ პაციენტებს, რომლებსაც მოიყვანს სასწრაფო დახმარების სადგური, ანუ ეს იქნებიან ადამიანები დატვირთული ეპიდანამნეზით, მაღალი ან საერთოდ, ცხელებით, ან სხვა სიმპტომებით, რაც ახასიათებს კორონავურუსს და შემდეგ მომზადებულ პაციენტებს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ ,- განაცხადა ლევან გოფოძემ. მისი სიტყვებით, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 47 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მათგან ერთი, მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას დადგენილი აქვს ორმხრივი პნევმონია, თორკმლის უკმარისობა და რიგი თანმხლები დაავადებები. გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია კორონავირუსზე. მისი მდგომაროება გაუმჯობესდა და კლინიკის დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, იმედია, რომ თავს გაართმევენ .  რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, კლინიკის დირექტორის განცხადებით, რამდენიმე დღეს გაეწერება. ​კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ ჰყავთ. გუშინ 4-ს პაციენტს აიღებს ანალიზი და დღეს დამატებით 5-ის ანალიზი გაიგზავნება ლუგარის ლაბორტორიაში. 24 მარტის შუადღის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 67 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 9.

Related news

Latest News
Hashtags:   

რესპუბლიკურ

 | 

საავადმყოფოში

 | 

მოქალაქეთა

 | 

ტესტირება

 | 

წარმოებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources