Monday 30 March 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

საქართველოს მთავრობა კვლავ განმარტავს, სად იკრძალება 10-ზე მეტი პირის თავშეყრა

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ სად იკრძალება 10-ზე მეტი პირის თავშეყრა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს. - აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა; - საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე, შენობებში. ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს; - აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს. ისეთები, როგორიცაა სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებები;  - 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.  

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველოს

 | 

მთავრობა

 | 

კვლავ

 | 

განმარტავს

 | 

იკრძალება

 | 

პირის

 | 

თავშეყრა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources