Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ვინარჩუნებთ 62 წლის მარნეულელი ქალის სიცოცხლეს

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განმარტებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა მძიმეა და მასთან დადებითი დინამიკა არ აღინიშნება: „მდგომარეობა დინამიკით ცვლილების გარეშეა ანუ ვინარჩუნებთ მხოლოდ და მხოლოდ ვიტალურ პარამეტრებს, ოქსიგენაციის პარამეტრები მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტთან გვაქვს დადებითი დინამიკა. ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს“, - უთხრა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, სტაბილურია 18 წლის იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მარნეულელ ქალთან იმყოფებოდა კონტაქტში. „კომპიუტერული ტომოგრაფიით პნევმონია არ დასტურდება ამ ეტაპისათვის გაგზავნილი გვაქვს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტები, ველოდებით პასუხს“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისი თქმით, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტია განთავსებული. მათგან ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კრიტიკული. 24 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 66 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 8. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის,  მარინა ეზუგბაიას თანახმად, დღეს საავადმყოფოს მე-9 გამოჯანმრთელებული დატოვებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ლევან

 | 

რატიანი

 | 

ეტაპზე

 | 

ვინარჩუნებთ

 | 

მარნეულელი

 | 

ქალის

 | 

სიცოცხლეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources