Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  ახალი კორონავირუსით დაავადებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის და საავადმყოფოში განთავსებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ: “სხვადასხვა დროს  იყვნენ ჩამოსულები - ზოგი 7 მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. გუშინ, როგორც კი მათ გამოუვლინდათ  დაავადება, ანუ  ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს.  ეს გუშინ მოხდა, დღის განმავლობაში. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის - დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან”, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მისი განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდა  და ვირუსი დაუდასტურდა 5-ს.  ახალი კორონავირუსითა დაავადებული 66 პაციენტიდან  40 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განთავსდა. ამ დროისათვის საავადმყოფოში 32 პირი მკურნალობს.  24 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 66 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 8. მარინა ეზუგბაიას თანახმად, დღეს საავადმყოფოს მე-9 გამოჯანმრთელებული დატოვებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ეზუგბაია

 | 

ინფექციურ

 | 

საავადმყოფოში

 | 

განთავსებული

 | 

ახალი

 | 

პაციენტი

 | 

ამერიკის

 | 

კლასტერიდანაა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources