Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

მარინა ეზუგბაია: ჯერჯერობით მძიმე რჩება 3 პაციენტის მდგომარეობა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის განთავსებული 32 პაციენტიდან მძიმეა 3-ის მდგომარეობა, - განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. მისი განმარტებით, ახალი კორონავირუსით დაავადებული ამ პაციენტების მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებს ხანდაზმული ასაკი და ვირუსთან თანდართული ქრონიკული დაავადებები: „ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება დამამძიმებელი ფაქტორი, მეორესთან  შაქრიანი დიაბეტი და მესამესთან  მძიმე ნევროლოგიური დაავადება. სამივე პაციენტთან არის პნევმონია სხვადასხვა სიმძიმით განსაკუთრებით მძიმეა 2-ის პნევმონია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  მისი განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში ამ პაციენტებში ზოგადად სტაბილურობა არ აღინიშნება, თუმცა არც მძიმე პროგრესია სახეზე, რაც შეიძლება დამამშვიდებელ ფაქტორადაც კი ჩაითვალოს. 24 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 66 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 8. მარინა ეზუგბაიას თანახმად, დღეს საავადმყოფოს მე-9 გამოჯანმრთელებული დატოვებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ეზუგბაია

 | 

ჯერჯერობით

 | 

მძიმე

 | 

რჩება

 | 

პაციენტის

 | 

მდგომარეობა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources