Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

მარინა ეზუგბაია: დღეს საავადმყოფოს დატოვებს მე-9 გამოჯანმრთელებული პაციენტი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, დღეს 24 მარტს კლინიკას დატოვებს მე-9 გამოჯანმრთელებული პაციენტი. სტაციონარში ამ დროისათვის მყოფი 32 პაციენტიდან კი 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე. ახალი კორონავირუსით ინფიცირების 66 დადასტურებული შემთხვევიდან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მთლიანობაში 40 დაავადებული იყო გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი 26 ჯამურად ქვეყნის მასშტაბით 5 კლინიკაში მკურნალობს. 24 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 66 შეადგინა.   

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ეზუგბაია

 | 

საავადმყოფოს

 | 

დატოვებს

 | 

გამოჯანმრთელებული

 | 

პაციენტი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources