Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ბრიტანეთმა მკაცრი კარანტინი გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, მკაცრი კარანტინი გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განმარტებით, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში ბრიტანელები სახლიდან უნდა გავიდნენ მხოლოდ პროდუქტის და მედიკამენტების შესაძენად, ან იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს სახლიდან ვერ ასრულებენ. აიკრძალა ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრა ორ ადამიანზე მეტის მონაწილეობით. დაიკეტა ყველა მაღაზია, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. პოლიციას დაევალა კარანტინის რეჟიმის დამრღვევთა დაჯარიმება. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მათ შორის თანაპარტიელი კონსერვატორებიც აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებაზე უარს ამბობდა. 24 მარტის 9:30 საათის მდგომარეობით დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით დაავადდა სულ 6 650 ადამიანი, მათგან 335 გარდაიცვალა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 135.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ბრიტანეთმა

 | 

მკაცრი

 | 

კარანტინი

 | 

გამოაცხადა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources