Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

გერმანიამ კორონავირუსით დაავადებული იტალიელი პაციენტები მიიღო

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში დაეშვა იტალიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა კორონავირუსით COVID-19 დაავადებული პაციენტები. გერმანიას დახმარება იტალიის ხელისუფლებამ თხოვა. DW-ს ინფორმაციით, თავდაპირველად საუბარი იყო 6 დაავადებულზე, თუმცა, გერმანიაში სავარაუდოდ, ჩაიყვანეს სულ მცირე 8 იტალიელი პაციენტი. საქსონიის ფედერალური მიწის პრეზიდენტის, მიხაელ კრეჩმერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანიას სხვების დახმარებაც შეუძლია. ამ დროისთვის COVID-19-ის გავრცელების მასშტაბი ყველაზე საგანგაშო იტალიაშია. 24 მარტის 8:30 საათის მონაცემებით, იტლიაში სულ დაავადდა 63 927 ადამიანი. მათგან 6 077 გარდაიცვალა. განიკურნა 7432. გერმანიაში დაავადდა სულ 29 056 ადამიანი. მათგან 123 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 453.

Related news

Latest News
Hashtags:   

გერმანიამ

 | 

კორონავირუსით

 | 

დაავადებული

 | 

იტალიელი

 | 

პაციენტები

 | 

მიიღო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources