Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

საქართველოში კორონავირუსის სწრაფი ტესტების შემოტანა დღეიდან უნდა დაიწყოს

საქართველო დღეს, 24 მარტს ელოდება კორონავირუსის COVID-19 დამდგენი „სწრაფი ტესტების“ პირველ პარტიას. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ტესტები ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შეარჩიეს. „ოთხშაბათიდან შეგვიძლია დავიწყოთ უკვე მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს, რათა დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის  არსებობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა 23 მარტს გამართულ ბრიფინგზე. ტიკარაძის თქმით, საკმარისი რაოდენობით ტესტებს ოთხ ეტაპად ჩამოიტანენ 24 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდში. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „სწრაფი ტესტები“ COVID-19-ით ინფიცირებას ადგენს პირველ-მეორე დღესვე. 24 მარტის 8:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 61 და მათგან გამოჯანმრთელების 8 შემთხვევა. COVID-19-ით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველოში

 | 

კორონავირუსის

 | 

სწრაფი

 | 

ტესტების

 | 

შემოტანა

 | 

დღეიდან

 | 

დაიწყოს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources