Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გადაიდება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გადადება გარდაუვალია. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) კანადელმა წევრმა დიკ პაუნდმა. „USA Today”-სთვის მიცემულ ინტერვიუში პაუნდმა თქვა, რომ ზაფხულის ოლიმპიადა კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2021 წელს გაიმართება. „როგორც ვიცი, ოლიმპიური თამაშები 24 ივლისს არ გაიხსნება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება გადადებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი და მათზე მსჯელობა გრძელდება. საბოლოო განცხადება უახლოესი ოთხი კვირის განმავლობაში გავრცელდება“, - განაცხადა დიკ პაუნდმა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ბოლო დღეებამდე ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ოლიმპიადის ჩაშლის ან გადადების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლის ესტაფეტაც დაიწყეს, მაგრამ მათ ოპტიმიზმს საფუძველი დღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემაც გამოაცალა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოლიმპიური თამაშები, დიდი ალბათობით, გადაიდება.

Related news

Latest News
Hashtags:   

ზაფხულის

 | 

ოლიმპიური

 | 

თამაშები

 | 

გადაიდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources