Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

„თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან” - ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს

„ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ლისის ტბის ადმინისტრაცია აქვეყნებს. ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს: „შესაძლოა, თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას“. ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა 23 მარტს საქართველოში შვიდით გაიზარდა და 61-ს მიაღწია, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

„თავი

 | 

შეიკავოთ

 | 

ლისის

 | 

ტბაზე

 | 

სტუმრობისგან”

 | 

ადმინისტრაცია

 | 

განცხადებას

 | 

აქვეყნებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources