Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

საგანგებო მდგომარეობის დროს აღმასრულებელი ბინას ვეღარ გაგიყიდით

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო და კერძო აღმასრულებელებს სადავო ქონების გაყიდვა ან გაყიდული ქონებიდან პირთა გამოსახლება ეზღუდებათ. ეს შეზღუდვა მათ მთავრობის დადგენილებით დაუწესდათ. ამავე დადგენილებით, მოვალეს არ ჩამოეჭრება თანხა ანგარიშიდან, ხელფასიდან, პენსიიდან ან სხვა შემოსავლიდან. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აღმასრულებელებს კერძო პირების ქონებაზე აღარ აქვთ ყადაღის დადების უფლება. აღმასრულებელს უფლება აქვს მხოლოდ მოვალის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. იურიდიული პირების შემთხვევაში კვლავ შესაძლებელია ქონებაზე ყადაღის დადება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, კონკრეტული შეზღუდვებს კანონის ძალა კი დღეიდან, 23 მარტიდან მიეცა. ამავე თემაზე: საგანგებო მდგომარეობის წესები - შეზღუდვები და შეღავათები

Related news

Latest News
Hashtags:   

საგანგებო

 | 

მდგომარეობის

 | 

აღმასრულებელი

 | 

ბინას

 | 

ვეღარ

 | 

გაგიყიდით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources