Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

უცხოელ პილოტს, ვისაც COVID -19 დაუდასტურდა, საქართველოდან სპეცრეისით გაამგზავრებენ

აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, 23 მარტს აჭარაში საკარანტინო ზონიდან კლინიკაში ექვსი მოქალაქე გადაიყვანეს, საიდანაც სამს დაუდასტურდა კორონარული ინფექცია, მათ შორის, შორის იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ჩრდილოეთ ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. მიქელაძე ადასტურებს, რომ ინფიცირებული მოქალაქე პილოტია. როგორც მინისტრი ამბობს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოფრენამდე ჩატარებული ჰქონდა კვლევა და 23 მარტს საქართველოში ყოფნისას მიიღო შეეტყობინება „საეჭვო დადასტურების შესახებ“. მან აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს შეატყობინა და გადაიყვანეს ბათუმში, ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც მას ტესტირება ჩაუტარეს და დადებითი აღმოჩნდა. მიქელაძის თქმით, პილოტის მშობლიურმა ქვეყანამ სურვილი გამოთქვა და დღეს სპეცრეისს აგზავნის, რომლითაც ინფიცირებული მოქალაქე საქართველოდან გაემგზავრება. კიდევ ერთი პაციენტი ორმაგი მოქალაქეა - აშშ-ისა და საქართველოსი და მას ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც მიქელაძე ამბობს, ჩამოსვლის დროს მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა და იცავდა თვითიზოლაციის წესებს, ტემპერატურის მატების შემდეგ, ჩაუტარდა ტესტირება და დადებითი აღმოჩნდა. მესამე მოქალაქე რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მის მოგზაურობის ისტორიას ეპიდემიოლოგები ამჟამად სწავლობენ. ამ წუთისთვის ბათუმში ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტი მკურნალობს. შეიძლება ითქვას, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 23 მარტის მონაცემებით აჭარაში, საკარანტინო ზონაში 1000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება. ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა 23 მარტს საქართველოში შვიდით გაიზარდა და 61-ს მიაღწია, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

უცხოელ

 | 

პილოტს

 | 

ვისაც

 | 

COVID

 | 

დაუდასტურდა

 | 

საქართველოდან

 | 

სპეცრეისით

 | 

გაამგზავრებენ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources