Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

მარინა ენდელაძე: შვიდი ახალი ინფიცირებულიდან, ოთხი აშშ-დან ჩამოსულია

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ოთხი ახალ ინფიცირებულის შემთხვევა ეს არ არის შიდა გადაცემა. მისი თქმით, ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულები. „ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა”, - აზუსტებს ენდელაძე. როგორც ექიმი აღნიშნავს, მათი ზოგადი მდგომაროება ამ დროისთვის არ არის მძიმე მომავალში ჩატარდება გამოკვლევები და დაენიშნებათ მკურნალობა. „ახალი შემთხვევბის კავშირები გამოიკვლევა, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ მანამდეც. ყველანი საშუალო ასაკის არიან, ერთი შედარებით ახალგაზრდა,15 წლის ბავშვია,“ - თქვა მარინა ენდელაძემ. ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა 23 მარტს შვიდით გაიზარდა. სულ საქართველოში კორონავირუსი 61 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ენდელაძე

 | 

შვიდი

 | 

ახალი

 | 

ინფიცირებულიდან

 | 

ჩამოსულია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources