Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 438-ს მიაღწია

23 მარტს რუსეთმა ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 71 შემთხვევის შესახებ გამოაცხადა, რამაც ქვეყნის მთელი მონაცემი გაუტოლა 438-ს. ასეთ ფონზე, რუსეთმა კიდევ უფრო მეტად შეზღუდა საერთაშორისო ავიარეისები.  პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ მთავრობა თვალს ადევნებს სამინისტროებიდან, სააგენტოებიდან და რეგიონებიდან მიღებულ ინფორმაციას და ატარებს ზომებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.  როსზდრავნადზორს (რუსეთის ჯანდაცვის სადამკვირვებლო უწყებას) რეგონებთან ერთად ვუბრძანე 24 მარტიდან მთავრობას მიაწოდონ განახლებული ინფორმაცია ადგილობრივი სამედიცინო ობიექტების მზადყოფნაზე კორონავირუსის პაციენტების სამკურალოდ - განაცხადა მიშუსტინმა.  23 მარტიდან რუსეთის ავიახაზები რეისებს განახორციელებს მხოლოდ უცხოეთის დედაქალაქებში და დიდ ქალაქებში, მაგალითად ნიუ-იორკში, და რეისები მხოლოდ მოსკოვის აეროპორტებიდან იქნება - აცხადებს სახელმწიფო სააგენტო როსავია. ამავე სააგენტოს თქმით, რუსეთში ძალაში დარჩება ნებართვა ჩარტერულ რეისებზე უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეების შინ დასაბრუნებლად.  კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებიდან რუსეთის 20,000-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთში

 | 

ახალი

 | 

კორონავირუსით

 | 

ინფიცირების

 | 

შემთხვევებმა

 | 

მიაღწია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources