Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

საქართველოში კორონავირუსით (COVID 19) ინფიცირებულთა რაოდენობამ 61-ს მიაღწია

ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID 19) შემთხვევათა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსი 61 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველოში

 | 

კორონავირუსით

 | 

COVID

 | 

ინფიცირებულთა

 | 

რაოდენობამ

 | 

მიაღწია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources