Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

ვლადიმირ პუტინმა ასლან ბჟანიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ასლან ბჟანიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაცია კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. „არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში, მოწმობს, რომ თქვენ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობთ თანამემამულეებს შორის. ვთვლი, რომ თქვენი, როგორც სახელმწიფო მეთაურის მოღვაწება, ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე“ - განაცხადა პუტინმა. მან ასევე გამოხატა მზადყოფნა რუსეთ-აფხაზეთს შორის სამომავლო ურთიერთობების გასაღრმავებლად. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა ხმების 56,5%-ით.  საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ვლადიმირ

 | 

პუტინმა

 | 

ასლან

 | 

ბჟანიას

 | 

არჩევნებში

 | 

გამარჯვება

 | 

მიულოცა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources