Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, გირაოთი შეუცვალეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი გაათავისუფლეს. როგორც რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეეცვალა გირაოთი (4000 ლარით). ბესიკ თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი მოსამართლის გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზით განმარტავს: „დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი, დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას ვერ მოასწრებდა“. როგორც იოსელიანმა „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, ბესიკ თამლიანი სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ვინაიდან ის [წინა სხდომაზე] სხდომათა დარბაზიდან გაძევებული იყო. მას შემდეგ, რაც თამლიანს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსამართლის განჩინება ჩაბარდება, ის ციხეს დატოვებს. ბესიკ თამლიანს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბესიკ

 | 

თამლიანს

 | 

აღკვეთის

 | 

ღონისძიების

 | 

სახით

 | 

შეფარდებული

 | 

პატიმრობა

 | 

გირაოთი

 | 

შეუცვალეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources