Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

იუწყებიან, რომ ევროკავშირი აპრილში დაიწყებს გაწევრიანების მოლაპარაკებას ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან

ევროკავშირის 27 წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პროექტით, ბლოკი მომავალ თვეში დაიწყებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, - იუწყება სააგენტო როიტერსი.  სააგენტოს ცნობით, ის 23 მარტს გაეცნო ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა დამტკიცდეს.  დიპლომატიური წყაროების მიხედვით, ამ ეტაპისთვის შერბილებულია წინააღმდეგობა, რომელსაც საფრანგეთი და ჰოლანდია გამოხატავდნენ მოლაპარაკების დაწყებაზე, ბალკანეთის ამ ორ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების და კორუფციის გამო.  მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა უკვე 24 მარტს დანიშნულ საბჭოზე გამოაცხადონ. 

Related news

Latest News
Hashtags:   

იუწყებიან

 | 

ევროკავშირი

 | 

აპრილში

 | 

დაიწყებს

 | 

გაწევრიანების

 | 

მოლაპარაკებას

 | 

ჩრდილოეთ

 | 

მაკედონიასა

 | 

ალბანეთთან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources