Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

როჰანი: აშშ-მა სანქციები უნდა მოხსნას, თუ კორონავირუსის გამო ირანის დახმარება სურს

ირანმა კიდევ ერთხელ უარყო აშშ-ის შეთავაზება ჰუმანიტარულ დახმარებაზე - პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ირანს სანქციები უნდა მოუხსნას, თუ მართლა სურს თეირანის დახმარება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.  ამერიკელი ლიდერები ცრუობენ ... თუ ირანის დახმარება სურთ, მათ მხოლოდ სანქციები უნდა მოხსნან ... შემდეგ შევძლებთ ვირუსს ვებრძოლოთ - განაცხადა როჰანიმ ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში 23 მარტს.  ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებს შორის ირანში ყველაზე მძიმე ვითარებაა შექმნილი კორონავირუსის გამო. ჯანდაცვის სამინისტრომ 23 მარტს გამოაცხადა, რომ ვირუსმა კიდევ 127 ირანელი იმსხვერპლა, რამაც გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობა 1,812-ს გაუტოლა. დადასტურებულია ინფიცირების 23,000 შემთხვევა, რაც 1,400-ით მეტია წინა დღესთან შედარებით.  ვაშინგტონმა ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა ამ, მასთან ისტორიულად დაპირისპირებაში მყოფ ქვეყანას. მაგრამ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 22 მარტს დახმარებაზე უარი განაცხადა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

როჰანი

 | 

სანქციები

 | 

მოხსნას

 | 

კორონავირუსის

 | 

ირანის

 | 

დახმარება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources