Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

მაიკ პომპეო ქაბულში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ავღანეთში ჩავიდა იმ მისიით, რომ შეეცადოს ბიძგი მისცეს აშშ-ის მიერ გასულ თვეში თალიბანთან გაფორმებულ შეთანხმებას. პომპეოს ვიზიტი ხორციელდება კორონავირუსის პანდემიის ფონზე.  23 მარტს პომპეომ ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან და მის პოლიტიკურ მეტოქესთან, ყოფილ აღმასრულებელ ლიდერ აბდულა აბდულასთან, შემდეგ კი შეხვედრამ ერთობლივი ფორმა მიიღო.  თალიბანთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სამშვიდობო პროცესი შეფერხდა პოლიტიკური მღელვარების გამო, ლიდერები იმის შესახებ დავობენ, თუ ვინ გახდა არჩეული პრეზიდენტი. ღანიმაც და აბდულამაც თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადეს სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ და ორივემ გამართა ინაუგურაციის ცერემონია.   

Related news

Latest News
Hashtags:   

პომპეო

 | 

ქაბულში

 | 

ჩავიდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources