Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

ზუგდიდში ქელეხებზე მოქალაქეთა დისტანციას ადგილობრივი ხელისუფლება გააკონტროლებს

კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ შეკრებებისგან. მათ შორის, სარიტუალო ღონისძიებებისგან. დღეს, 23 მარტს გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა, რომ ქელეხებში მოქალაქეთა შეკრების შეზღუდვას პოლიციასთან ერთად აკონტროლებს მერიის ზედამხედველობის სამსახურიც. „ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ძალიან რთულია, ერთბაშად შევიზღუდოთ ამ კუთხით და ადამიანებს შევუზღუდოთ გასვენებებში მისვლა, თუმცა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური პოლიციასთან ერთად ჩართულია ამ პროცესში და ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ მუნიციპალტეტში მიმდინარე ქელეხებს და მაქსიმალურად ვუწევთ ორგანიზაციას მოქალაქეებს, რომ საგანგებო პირობებში შეზღუდვები იქნეს დაცული და მოქალაქეები არ შეიკრიბონ დისტანციის დაცვის გარეშე“, - განაცხადა მერმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მიცვალებულის პატივისცემა, თუმცა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ქელეხები. „ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და სახელმწიფო მაქსიმალურად მოქმედებს ამ სიტუაციის შესაბამისად. ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ასეთი შეკრებებისგან. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა დღეს გვაქვს მაგალითი, რაც მოხდა მარნეულში, მინდა, რომ ყველამ გაითვალისწინოს ეს“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. უკვე რამდენიმე საათია, რაც საქართველოში ქელეხებისა და ქორწილების გადახდა აიკრძალა.  ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-მდეა გაზრდილი. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა გადაცემის წყარო ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ზუგდიდში

 | 

ქელეხებზე

 | 

მოქალაქეთა

 | 

დისტანციას

 | 

ადგილობრივი

 | 

ხელისუფლება

 | 

გააკონტროლებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources