Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა. შეზღუდვა საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესდა. დოკუმენტში ღონისძიების ორივე სახე დაკონკრეტებულია, რადგან ორივე შემთხვევაში ხალხმრავლობაა მოსალოდნელი. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები) , - ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში. გარდა ამისა, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. დეტალები შეზღუდვებთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-მდეა გაზრდილი. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა გადაცემის წყარო ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ქორწილებისა

 | 

ქელეხების

 | 

გადახდა

 | 

აიკრძალა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources