Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

სოზარ სუბარი: მარნეული და ბოლნისი საქართველოს უხანი არ გახდება

მარნეული და ბოლნისი საქართველოს უხანი არ გახდება , - ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩაკეტილ მარნეულისა და ბოლნისის მუნციპალიტეტზე მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს რაიმე ზომა გადამეტებული იყოს, ვიდრე გაუთვალისწინებელი შედეგი დადგეს. ქვემო ქართლში და ზოგადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნა არ არის მაღალი, ინფორმაცია აქვთ, თუმცა არ იმ დონით, როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიებზე , - აღნიშნა მან. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები შესაძლოა, ინფორმაციას იღებდნენ მეზობელი ქვეყნების არხებიდან და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია არ იყოს მათთვის სანდო. რაც საგანგებო მდგომარეობის ინფორმაცია გავრცელდა და რაც კარანტინის ზომები იქნა მიღებული ამ ორ მუნიციპალიტეტში, ინფორმაცია ყველასთვის დასაჯერებელი გახდა და უფრო მეტი ყურადღება მიექცა , - განმარტა მან. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა გადაცემის წყარო ჯერჯერობით ვერ დაადგინეს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-მდეა გაზრდილი.

Related news

Latest News
Hashtags:   

სოზარ

 | 

სუბარი

 | 

მარნეული

 | 

ბოლნისი

 | 

საქართველოს

 | 

უხანი

 | 

გახდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources