Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

წყაროს ცნობით, ინფიცირებული პირი ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ ცხოვრობდა

ბათუმში მდებარე სასტუმრო „ჰილტონის“ ერთ- ერთი თანამშრომელის თანახმად, უცხო ქვეყნის ერთ-ერთი ავიაკომპანიის პილოტს, რომელიც ამ სასტუმროში სამი დღის წინ შევიდა, გუშინ კორონავირუსი გამოუვლინდა. როგორც წყარო უყვება რადიო თავისუფლებას, ამის შესახებ თანამშრომლები სასტუმროს ადმინისტრაციამ გააფრთხილა და ინფორმაციის გავრცელება აუკრძალა. მისივე თქმით, სასტუმროს ადმინისტრაციამ სხვა სტუმრებიც გააფრთხილადა ურჩია უსაფრთხოების მიზნით ნომრებიდან არ გასულიყვნენ. წყაროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე მანამდე თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა. იგი 22 მარტს სასწრაფო დამხარების მანქანით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „ჰილტონში“საკარანტინე სივრცე არაა მოწყობილი. სასტუმრო „ჰილტონში“ კომენტარს არ აკეთებენ. სასტუმროს ცენტრალური კარი დაკეტილია და გამოკრულია განცხადება, რომ უსაფრთხოების მიზნით სასტუმროს მთავარი შესასვლელი დროებით დაკეტილია. სასტუმროს შესასვლელში თანამშრომლები არ ჩანან. თუმცა, სატელოფონო ზარებს პასუხობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სასტუმროს შენობა დაიხურა ზოგადად ქვეყანასა და მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო. სავარაუდოდ, ამავე შემთხვევაზე ისაუბრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში,თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტულისასტუმრო. მან თქვა, რომ ბათუმში მდებარე ერთ- ერთ სასტუმროში უცხო ქვეყნის მოქალაქეთვითიზოლაციაში იმყოფებოდ.სამი დღის თავზე ჩატარებული დაუდგენელი ტესტირებით პირველადად მას კორონავირუსი დაუდასტურდა: „მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში ერთ -ერთ სასტუმროში იმყოფებოდა თვითიზოლაციის რეჟიმის პირობებში. მას ჩვენთვის უცნობი მეთოდით ჩაუტარებია ტესტირება, აღნიშნულ ინფექციაზე, რომლის მიხედვით მას შეატყობინეს სავარაუდო დადასტურება კორონავირუსზე. ეს მოქალაქე სასტუმროდან გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში. სადაც მას ჩაუტარდა ტესტირება. პასუხი კი დღეს საღამოს იქნება ცნობილი და ამის შესახებ ვაცნობებთ მოსახლეობას“ - ამბობს ზაალ მიქელაძე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, პირველადი ტესტის პასუხის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგეხსენებათ, რომ მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ეს ადამიანი იყო თავის ნომერში, თვითიზოლაციაში და როგორც კი დაუდგინდა დადებითი ტესტი ის გადაიყვანეს საავადმყოფოში , - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

Related news

Latest News
Hashtags:   

წყაროს

 | 

ცნობით

 | 

ინფიცირებული

 | 

ბათუმში

 | 

სასტუმრო

 | 

„ჰილტონში“

 | 

ცხოვრობდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources