Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

მონტენეგრომ დაადასტურა კორონავირუსით პირველი ადამიანის გარდაცვალება

მონტენეგრომ დაადასტურა კორონავირუსით პირველი ადამიანის გარდაცვალება დედაქალაქ პოდგორიცის საავადმყოფოში. მონტენეგროს კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ევტო ერაკოვიჩმა 22 მარტს განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება ჰქონდა, სავადმყოფოში ერთი დღით ადრე დააწვინეს. მონტენეგრო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა ადრიატიკის სანაპიროზე, რომელშიც 620 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ევროპულ ქვეყნებს შორის უკანასკნელი იყო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული გამოვლინდა 17 მარტს. ამჟამად რეგისტრირებულია დაავადების 22 შემთხვევა მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ჩაკეტა საზღვრები, შეაჩერა სამოქალაქო ტრანსპორტი, დახურა სკოლები და რესტორნები. ამ მომენტისთვის მსოფლიოში COVID-19-ით დაავადების 340 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 14700-ზე მეტი.

Related news

Latest News
Hashtags:   

მონტენეგრომ

 | 

დაადასტურა

 | 

კორონავირუსით

 | 

პირველი

 | 

ადამიანის

 | 

გარდაცვალება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources