Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

2 კვირის გრაფიკი: როდის შეძლებენ ევროპაში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეტაპობრივად დააბრუნებენ სამშობლოში. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კვირის განმავლობაში ორი რეისი შედგება. უკვე დაგეგმილი ორი კვირის გრაფიკი ასეთია:  23 მარტი - საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებენ ბერლინიდან, სადაც ადამიანებს სხვადასხვა ევროპული ქალაქებიდან მოუყარეს თავი;  24 მარტი - ბერძნული ავიახაზები “ეგეოსი” ჩამოიყვანს საქართველოს მოქალაქეებს და წაიყვანს საბერძნეთის მოქალაქეებს; 26 მარტი - თბილისი-ვენა-თბილისი; 31 მარტი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი; 7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი. ავია ბილეთის ფასი, საქართველოს პრემიერ მინისტრის მითითებით, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.  საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა. ზალკალიანი განმარტავს, რომ აუცილებელია, მოქალაქეები საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვიდნენ, რათა დაცული იყოს “ზუსტი თანაფარდობა არსებულ [საკარანტინო] სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის”. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გასული თვენახევრის განმავლობაში საქარველოს 3 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, სპეციალური რეისებით ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და ა.შ.  ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მკაცრად შეზღუდა მოქალაქეების გადაადგილება და საზღვრები ღია დატოვა მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებისთვის.  საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევა დადასტურდა. სრულად განიკურნა 8 ადამიანი.

Related news

Latest News
Hashtags:   

კვირის

 | 

გრაფიკი

 | 

როდის

 | 

შეძლებენ

 | 

ევროპაში

 | 

მყოფი

 | 

ქართველები

 | 

სამშობლოში

 | 

დაბრუნებას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources