Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

ანაკლია-განმუხურში საკარანტინე ზონები მოეწყო

ანაკლია-განმუხურის სამ სასტუმროში საკარანტინე ზონა მოეწყო სადაც ამ დროისთვის 30 ადამიანია მოთავსებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. რეგიონში 5 საკარანტინე ზონაა აქედან 2 მესტიის მუნიციპალიტეტშია. „ჩვენს რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 329 პირი, თვითიზოლაცია დაასრულა 63 პირმა, კარანტინში ჩვენი რეგიონიდან გადაყვანლია სულ 21 ადამიანი. სამწუხაროდ აქედან 13 იძულების წესით. ანაკლიაში ამჟამად კარანტინში 30 ადამიანი გვყავს. ორი ადამიანი კი გვყავს მესტიაში, საკარანტინო ზონაში , - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. როგორც მან განმარტა, ამჟამად ანაკლიაში მყოფი პირები, მანამდე სხვა რეგიონების საკარანტინე ზონებში იმყოფებოდნენ. მისი ცნობითვე, გადამზადებულია საკარანტინე ზონების პერსონალი: „უკვე მოხდა პერსონალის გადამზადება, ასევე მათი აღჭურვა შესაბამისი ტანსაცმლით. კარანტინში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ სრული კომფორტი“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ანაკლია

 | 

განმუხურში

 | 

საკარანტინე

 | 

ზონები

 | 

მოეწყო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources