Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

მარნეულში დაინფიცირებული ქალის დას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის დას COVID-19 არ დაუდასტურდა - ამის შესახებ რადიო მარნეულს აცნობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ. მისივე ინფორმაციით, მარნეულში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა მოეწყო სასტუმრო კავკაზში . როდის შემოწმდებიან მარნეულელები კორონავირუსზე, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ჯერჯერობით არ აქვს. ამასთან, ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოკვლევას უტარებს მხოლოდ მათ, ვისაც სიმპტომები აქვს, ან კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მარნეულის მცხოვრები 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა და ეს შემთხვევა ვირუსის შიდა გავრცელებად ჩაითვალა. ეს პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კრიტიკულად მძიმე მგომარეობაში იმყოფება.  

Related news

Latest News
Hashtags:   

მარნეულში

 | 

დაინფიცირებული

 | 

ქალის

 | 

კორონავირუსი

 | 

დაუდასტურდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources