Monday 30 March 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

საქართველოში პირბადეების საწარმოს ასამუშავებლად 6,6 მლნ დოლარი დაიხარჯება

სს საპარტნიორო ფონდი, ეკონომიკის სამინისტროს დავალებით, საქართველოში სამედიცინო პირბადეების სამკერვალოს ამუშავებას გეგმავს. ხარჯი დღგ-ს გარეშე 6,6 მლნ ამერიკული დოლარია. მომსახურების შეძენა ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით მოხდება. ეს თანხა დანადგარებისა და ნედლეულის შესყიდვას, რემონტს, ტრანსპორტირებასა და სხვა ხარჯებს მოხმარდება. კითხვაზე, რა პერიოდია გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად, საპარტნიორო ფონდი შესყიდვების სააგენტოს ასეთ პასუხს წერს: 2020 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით . დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსის გამო საქართველოში პირბადეების დეფიციტია. ამაზე საუბრობენ მთავრობისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები.

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველოში

 | 

პირბადეების

 | 

საწარმოს

 | 

ასამუშავებლად

 | 

დოლარი

 | 

დაიხარჯება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources