Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

კანადამ და ავსტრალიამ უარი თქვეს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე

კორონავირუსის COVID-19 პანდემიის გამო, კანადის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უარი თქვა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. კანადამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოუწოდა, ოლიმპიადა ერთი წლით გადადონ. “ჩვენ ვიმყოფებით ჯანდაცვის გლობალურ კრიზისში, რომელსაც გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სპორტს“, - ნათქვამია კანადის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში. ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვა ავსტრალიამაც. მანამდე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გადადებისკენ მოუწოდეს ნორვეგიამ და ბრაზილიამ. გასულ კვირაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა განაცხადა, რომ ზაფხულის ოლიმპიადის შესაძლო გადატანის საკითხი უახლოეს 4 კვირაში გადაწყდება. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ დღეს, 23 მარტს არ გამორიცხა, რომ ოლიმპიადა გადაიდება. ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდეა დაგეგმილი. 23 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში COVID-19-ით დაავადდა სულ 341 234 ადამიანი. მათგან 99 028 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 14 746.

Related news

Latest News
Hashtags:   

კანადამ

 | 

ავსტრალიამ

 | 

თქვეს

 | 

ოლიმპიადაში

 | 

მონაწილეობაზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources