Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

მარნეულში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა

მარნეულში, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად კარანტინია გამოცხადებული, საველე ჰოსპიტალი მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცეც, სადაც დეზინფექციას ჩაუტარებენ საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან შეხების მქონე პერსონალს. შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები. მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი წუხელ გამოცხადდა კორონავირუსის COVID-19 შიდა გადაცემის გამო. მარნეულელი ქალი სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.   მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, დაევალა.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარნეულში

 | 

საველე

 | 

ჰოსპიტალი

 | 

გაიხსნა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources