Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ასლან ბჟანიამ ხმების 56,5%-ით გაიმარჯვა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა ხმების 56,5%-ით. ამის შესახებ ოქმების 100%-ის შედეგებზე დაყრდნობით, სააგენტო ტასს აცნობა დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ადგურ არძინბამ ხმების 35,42% მიიღო, ყოფილმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლეონიდ ძაპშბამ 2,22%. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 22 მარტს ჩატარებულ განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ამომრჩეველთა აქტივობამ 71% შეადგინა. საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

აფხაზეთის

 | 

ფაქტო

 | 

საარჩევნო

 | 

ადმინისტრაციის

 | 

ცნობით

 | 

ასლან

 | 

ბჟანიამ

 | 

ხმების

 | 

გაიმარჯვა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources