Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა

მარნეულის შესასვლელთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებიან სამხედროებიც. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სპეციალური აღჭურვილობით ყველა ავტომანქანას უკეთებენ დეზინფექციას და მგზავრებს დისტანციური თერმომეტრით ტემპერატურას უმოწმებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან იცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს. საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა კორონავირუსის COVID-19 შიდა გავრცელების გამო.  ეპიდემიოლოგების ვარაუდით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ინფიცირებული ქალი, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვუწოდებდით გავრცელების ახალ, შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებულნი, სინამდვილეში, დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვართ მზად. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მოუწია მიეღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე , - განაცხადა გვიან ღამით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივი მედია და პრესა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას, სხვა მედიასაშუალებებისთვის კი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარნეული

 | 

ბოლნისი

 | 

ჩაიკეტა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources